პრემიერი აშშ-ში – მზადება გენერალური დებატებისთვის 

21:10, 21.09.2026

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ საქართველოს პრემიერის პირველი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში იღებს მონაწილეობას. ოთხ დღეში მთავრობის მეთაური გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა, დაგეგმილია შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა. დღის წესრიგშია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე დასწრებაც. აშშ-ის წინა ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუარესების და 2024 წლის ბოლოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილების ფონზე, ნიუ იორკში ქართული დელეგაციის ყოფნა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. დიდი ალბათობით, სესიის ფარგლებში იქნება შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან კომუნიკაციის და დიალოგის. საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მეორე წელია, ოფიციალური თბილისი ამერიკის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე უკვე მეორედ წარდგება. შარშან საქართველოს სესიაზე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი წარმოადგენდა. რა თემებზე ისაუბრებს მთავრობის ხელმძღვანელი გაერო-ს ტრიბუნიდან – სალომე ქოქიაშვილი იმყოფება ნიუ იორკში.

 

მსგავსი