იტალიის ერთი პატარა ქალაქის რეალური ისტორიები და ამბები ქართულ თეატრალურ სცენაზე გადმოიტანეს.
მარჯანიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. დასი იტალიელი დრამატურგის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს, რომელიც 70-იანი წლების მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, სიღარიბეზე, ფასების ზრდაზე და მოსახლეობის პროტესტზე გვიყვება.
როგორ აისახება სოციალური პრობლემები საზოგადოებაზე და რა გავლენას ახდენს თითოეულ ინდივიდზე – თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემის შესახებ რეჟისორი ერთი ოჯახის მაგალითზე გვიყვება.
სპექტაკლის პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში 17 აპრილს გაიმართება.