პრემიერა - „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“

ოტია იოსელიანის ცნობილი და რეალურ ისტორიაზე დაწერილი პიესის კიდევ ერთი თეატრალიზებული ვერსია. „ექვსი შინაბერისა და ერთი მამაკაცის“ მიხედვით სპექტაკლს ამჯერად მოზარდ მაყურებელთა და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები დგამენ. პანდემიიდან გამომდინარე პრემიერა წყალტუბოში, ღია სივრცეში გაიმართება.

ოტია იოსელიანი წელს 90 წლის გახდებოდა. სპექტაკლში სადაც, ერთ-ერთ მთავარ როლს გივი ბერიკაშვილი ასრულებდა, ახლა მისი შვილი, ზურაბ ბერიკაშვილი ითამაშებს.