პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს ოპოზიციურ ფრაქციებს შეხვდება
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს ოპოზიციურ ფრაქციებს შეხვდება. ირაკლი კობახიძე სამთავრობო გუნდსა და სამთავრობო პროგრამას პოლიტიკურ ძალებს წარუდგენს. ოპოზიცია სრული შემადგენლობით მთავრობის გუნდს დღის მეორე ნახევარში შეხვდება და მათ საშუალება ექნებათ, მთავრობის მომავალ წევრებს კითხვებით მიმართონ. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე ხვალ გავა.