პრემიერ-მინისტრმა წეროვანის სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცა

მამუკა ბახტაძემ წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.

პრემიერ-მინისტრი, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად, დევნილთა დასახლებაში არსებულ სკოლაში ჩავიდა.  ბახტაძემ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ უახლოეს ერთ წელიწადში, დასახლებაში ახალი სკოლა აშენდება.

დატოვე კომენტარი