პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში

დეოკუპაციისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ეკონომიკის მომზადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და სხვადასხვა სექტორში განხორციელებული რეფორმები – ამ საკითხებზეა აქცენტირებული საქართველოს მთავრობის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. მთავრობის ხელმძღვანელი წლიური მოხსენებით დეპუტატების წინაშე 27 ივნისს წარდგება, მანამდე კი პრემიერმა წერილობითი ანგარიში დღევანდელ ბიუროს სხდომას წარუდგინა, — დოკუმენტის მიხედვით, ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად საერთაშორისო დღის წესრიგში გასულ წელსაც აქტუალური იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი და ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული გამოწვევები. ანგარიშში ხაზგასმულია მთავრობის ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის და გამოთქმულია მზადყოფნა, მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი მომავალშიც აქტიურად შეასრულოს.

თეონა მანაგაძის ჩართვა #მოამბე