უნგრეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება. ირაკლი კობახიძე დღეს შეხვედრებს უნგრეთის პრეზიდენტთან და ეროვნული ასამბლეის სპიკერთან გამართავს. მანამდე კი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა და მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა შედგა. გაფორმდა შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
უპირობო მხარდაჭერა უნგრეთის მთავრობის მეთაურისგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება – ასეთია ძირითადი გზავნილები.
ცოტა ხნის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა საქართველოს პრემიერმა.
სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ვიზიტს.