პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთში

საქართველოს პრემიერი სომხეთში იმყოფება.

ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობა, თანამშრომლობა, სამომავლო გეგემები და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა – ეს იყო საკითხები რაზეც კობახიძემ და ფაშინიანმა გაამახვილეს ყურადღება.

ამ წუთებში საქართველოს პრემიერი განცხადებას აკეთებს.