პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთში
როგორ ასრულებს საქართველო 33 წლის წინ ამოქმედებულ საერთაშორისო კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს – ერევანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიტიკური ლიდერების შეკრების ადგილია.
სომხეთში გაერო-ს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენცია ტარდება. ლიდერების სამიტის მონაწილეებს შორისაა საქართველოს პრემიერიც, რომელმაც ფორუმზე შეკრებილებს ბიომრავალფეროვნების დასაცავად გატარებული ზომები უნდა გააცნოს. ტყის მართვა, გარემოს და გადაშენების პირას მყოფი ფაუნის დაცვა, ბიოლოგიური რესურსების სათანადოდ გამოყენება, 1993 წელს ამოქმედებული კონვენცია არაერთ მიმართულებას მოიცავს. ხელმომწერი ქვეყნები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იკრიბებიან და საკუთარ ქვეყნებში გატარებული რეფორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას განიხილავენ და ბიომრავალფეროვნების მომავალზე დიალოგს მართავენ.
საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვა საკანონმდებლო დონეზე აქვს დარეგულირებული – სამი წლის კანონში შესული მთელი რიგი ცვლილებები და ახალი რეგულაციები სწორედ მიმდინარე წლიდან შევიდა ძალაში.
სომხეთის დედაქალაქში ჩავიდა გაერო-ს გენერალური მდივანიც.
რა გზავნილებით წარდგება ლიდერების სამიტზე ირაკლი კობახიძე, – ნათია ქენქაძე იმყოფება ერევანში.