პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ეგვიპტეში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი ეგვიპტეში ტარდება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად უკვე ჩავიდა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები და საერთო ჯამში სამიტში მონაწილეობას 40 000-მდე ადამიანი მიიღებს.

სამიტის მთავარი ნაწილი დღეიდან დაიწყება, რადგან დღეს ლიდერები მსოფლიო საზოგადოების წინაშე ხუთწუთიანი მოხსენებებით წარდგებიან. სამიტის გახსნის პარალელურად, გაერო-მ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით არაერთ პრობლემურ საკითხს მოიცავს.