პრემიერ–მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანშია. ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ილჰამ ალიევთან უკვე დასრულებულია. აუდიენციის ამსახველი ფოტომასალა აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა. ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა.

დღესვე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან. ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან.