პრემიერ-მინისტრის ვიზიტი

საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყოს. იგულისხმება ურთიერთობის სტრატეგიულ დონეზე გადაყვანა, რისი სურვილიც ბუქარესტში მყოფმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გამოთქვა.

მთავრობის მეთაურმა რუმინელ კოლეგას ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება გააცნო და ხაზი გაუსვა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და ნატო-ს მიერ მიღებულ ახალ ე.წ. შავი ზღვის პაკეტს.

კოლეგებმა ბევრი ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების გაძლიერებაზეც.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პორტებს შორის თანამშრომლობაზე, რა დროსაც საქართველოს პრემიერმა ანაკლიის პორტის პროექტიც ახსენა.