პრემიერ-მინისტრის ვიზიტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გლაზგოში გაერო-ს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაში მონაწილეობს. მსოფლიო ლიდერთა სამიტი ამ წუთებში იწყება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილი საფრთხეების დაძლევაზეც ისაუბრებს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები. გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენცია 12 ნოემბრამდე გაგრძელდება. სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობს.