პრემიერ-მინისტრის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან

საქართველო-უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა. მხარეებმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს, იმსჯელეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარებაზე. განიხილეს რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები, ხაზი გაუსვეს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა და ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის.