პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ეკონომიკის რაც შეიძლება მოკლე ვადებში გაჯანსაღების მიზნით, ერთობლივად გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო უკანასკნელი პერიოდის ეკონომიკურ აქტივობას. სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს შესაძლო დამატებითი ზომები იმ მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებმაც ეპიდემიის გამო სამსახური და შემოსავლის წყარო დაკარგეს.