პრემიერ-მინისტრის შეხვედრა NDI-ის პრეზიდენტთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა. განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი გამოწვევები. გიორგი გახარიამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონში არსებობს.

გამოითქვა სურვილი, რომ საქართველოს მთავრობასა და NDI-ის ​შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა გაგრძელდება და მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდება.