საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებლის შეხვედრის ფარგლებში, უძრავი ქონების სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს, ასევე ტურისტულ პოტენციალს და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.