პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

მუანის აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და კორეელ ხალხს სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. „ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ კორეას და იზიარებს კორეელი ხალხის მწუხარებას ამ მძიმე დროს”- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.