პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია

ვის ეკისრება 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა და განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის საკითხს, – პრემიერმა მედიის შეკითხვებს უპასუხა.

მთავრობის მეთაური ხუთშაბათს ღამით მომხდარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ პოლიტიკოსებს აკისრებს, რომლებმაც მისივე თქმით, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდეს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პოლიციელების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ლეგიტიმური ძალის გამოყენების გარდა, პოლიციას სხვა გზა აღარ დარჩა. როგორც მამუკა ბახტაძე განმარტავს, აქციის დაშლა დაიწყო მაშინ, როცა პოლიციის კორდონი აგრესიას ფიზიკურად ვეღარ აკავებდა. პრემიერი არ უარყოფს, რომ იყო ძალის გადამეტების შემთხვევები. მთავრობის მეთაურს ასევე ჰკითხეს, აიცილებდა თუ არა ქვეყანა განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარის იმ დღესვე გადადგომის შემთხვევაში. კითხვები დაისვა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზეც.

თამუნა წიკლაური ესწრებოდა მედიასთან შეხვედრას.