პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში 

21:10, 30.06.2026

ახალი ეტაპი საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობაში – ცენტრალური აზიის ქვეყანასთან ხელმოწერილი დეკლარაციით თანამშრომლობა ახალ დონეზე გადადის.

სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე შეთანხმება ის მთავარი დოკუმენტია, რომლითაც ქართული დელეგაცია სამშობლოში ბრუნდება. მოლოდინია, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მონაცემები გაიზრდება, შუა დერეფანში საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის ასათვისებლად ქართული მხარე ყაზახეთთან ურთიერთობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა იყო მთავარი თემა ყველა შეხვედრაზე. პრეზიდენტის შემდეგ ქართული სამთავრობო დელეგაცია დღეს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო. შუა დერეფნის მარშრუტში ტვირთნაკადის ზრდა, ახალი საინვესტიციო პროექტები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება ორივე ქვეყნის მთავარ მიზნებად დასახელდა. ინვესტიციების გასაზრდელად მთავრობათა შორის კომისიას კონკრეტულ სფეროებში საინვესტიციო პროექტების მომზადებაც დაევალა.

 

მსგავსი