პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში

15:01, 30.06.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ყაზახეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრებს შორის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გაიმართა. განხილული იყო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და მათი განვითარების პოტენციალი. ყურადღება გამახვილდა ხელმოწერილ სტრატეგიულ ხელშეკრულებასა და იმ ბენეფიტებზე, რომელთა მიღებაც ორ ქვეყანას შეუძლია. საუბარი შეეხო ანაკლიის პორტს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ყაზახეთში ექსპორტსა და ტურიზმს.

მსგავსი