ირაკლი ღარიბაშვილს საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით სამი საათისთვის ელოდებიან. პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ფრაქცია „ლელოს“ შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა. მათი მთავარი შეკითხვებია: რას აკეთებს ქვეყანა უკრაინის დასახმარებლად, რა სახით უერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.
ნათია ქენქაძე დეტალებით.