პრემიერ-მინისტრის მიმართვა - გამოხმაურებები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყება იკვლევს რა იწვევს სურსათზე ფასების მატებას და რატომ აჭარბებს საქართველოში ერთი და იმავე პროდუქტის ფასები ევროპის ქვეყნების ფასებს რამდენჯერმე. სუს-ში საქმის აღძვრას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის ვიდეომიმართვა, სადაც ის სამომხმარებლო ბაზარზე ფასნამატის მაღალ მარჟაზე საუბრობდა. მთავრობის მეთაურმა შესაძლო კარტელურ გარიგებებზეც მიუთითა. ირაკლი კობახიძის დავალებით, საქმის შესასწავლად, პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნება. პრემიერ-მინისტრის მიმართვას პოპულიზმსა და არაკომპეტენტურობას უწოდებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქსელური სასურსათო ბიზნესის წარმომადგენლები რეალურად, „ქართული ოცნების“ წევრები და შემომწირველები არიან.