პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაერო-ს გენერალურ ასამბლეას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ში სიტყვით გამოსვლის შემდეგ მაღალი დონის შეხვედრებს აგრძელებს. ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიოს ათამდე ლიდერთან უკვე შედგა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში დიალოგი.

რაც შეეხება გაერო-ს 78 სესიის გენერალურ დებატებს, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე, საგარეო კურსზე და ეკონომიკურ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ საქართველო დამსახურებულად ელოდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

როგორ აფასებენ ქართული დელეგაციის წევრები მის გამოსვლას და მიმდინარე შეხვედრებს – თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში სალომე ქოქიაშვილი გვიერთდება.