პრემიერ-მინისტრის კომენტარი

„პატიმარ სააკაშვილს თუ დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში, – ეს გადაწყვეტილება აღარ გადაიხედება“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ სააკაშვილის უფლებები დაცულია და ის პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს. ამავე თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემაც. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებამდე გარკვეული სპეკულაციებია მოსალოდნელი.