პრემიერ-მინისტრის კომენტარი

12:12, 04.10.2026

„მთავარი, რაც იწვევს გახლეჩვას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია“ – ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველამ უნდა იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას. ასევე პრემიერი გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის, ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების განცხადებებსა და ქმედებებს და აღნიშნა, რომ მათ მიმართ მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ ექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

მსგავსი