„საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ახალი ადმინისტრაციის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ და თქვა, რომ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის შესრულებადი ამოცანაა.