პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში 2025 წლის აქტუალური პოლიტიკური საკითხები შეაჯამა. ირაკლი კობახიძემ ვიზალიბერალიზაციასა და საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ეს ურთიერთობები კრიზისულ მდგომარეობაშია, ამის მიზეზი კი – პრემიერის თქმით, ევროინტეგრაციის საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენებაა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ საქართველო ყველაფერში ასწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას და სხვა კანდიდატ ქვეყნებს, თუმცა ჩვენი ქვეყნის მიმართ ბრიუსელში განსხვავებული დამოკიდებულებაა.