პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია პარლამენტში - გამოხმაურება

პრემიერ-მინისტრის განმარტებებს „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით, აფასებს ოპოზიცია და აცხადებს, რომ ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს არ ითვალისწინებს. ისინი, პარლამენტში ირაკლი კობახიძის გამოსვლას არაკომპეტენტურს უწოდებენ. პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში ორ შეკითხვას უპასუხა. ერთი შეეხებოდა ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ საინვესტიციო პროექტს – არაბულ ინვესტიციებს, რაზეც ოპოზიციას ეჭვები უჩნდება, რადგან „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არ საჯაროვდება. მეორე საკითხი იყო განათლების რეფორმა. პრემიერმა განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივად გარდაქმნა აუცილებელია. მმართველი გუნდის შეფასებით, პრემიერმა მათ მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.