პრემიერ-მინისტრის ღია წერილი – გამოხმაურება

15:08, 19.05.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართავს. ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ცალმხრივად შეწყდა პოლიტიკური დიალოგი და იძულებულია კონკრეტული მიმართულებებით, საჯაროდ მიმართოს მათ კითხვებით. პრემიერი ხაზს უსვამს, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა. აქცენტი გაკეთებულია ევროპული ფასეულობების სისტემასა და დემოკრატიის აღქმაზე. ირაკლი კობახიძე ინტერესდება როგორ აფასებენ იმ ძალადობას, რომელიც კოპენჰაგენში განვითარდა, „როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს“.

პრემიერ-მინისტრის წერილს ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია კრიტიკულია, მმართველი გუნდი კი – პოზიტიურად აფასებს პრემიერის მიერ გაჟღერებულ აქცენტებს.

სალომე ქოქიაშვილის ჩართვა #მოამბე

მსგავსი