პრემიერ-მინისტრის განცხდება

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ისაუბრა პრემიერმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თხოვნით, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა. ყურადღება გამახვილდა რობინ დანიგანის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში“. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი დღეს შანტაჟის ქვეშ არის, მის წინააღმდეგ გამოიყენება პირდაპირი ფინანსური ინსტრუმენტები, სანქციები, მანამდე კი იყო დე-ფაქტო სანქციები – ფინანსების გაჩერება შვეიცარიულ ბანკში. ამასთან ერთად, ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ შესთავაზა ელჩს, რომ გაეზიარებინა ეს გზავნილი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისთვის, თუმცა, ამაზე უარი ითქვა.