პრემიერ-მინისტრის განცხადება

ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ „მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ იხილავს“.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის, ისლანდიის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე აქციაზე იმყოფებოდნენ. იყო სიტყვით გამოსვლებიც.