პრემიერ-მინისტრის განცხადება

„მინდა ვუთხრა ევროპარლამენტარებს და ზოგიერთ კორუმპირებულ ბიუროკრატებს, რომლებიც ჭკუას არიგებენ ქართველ ხალხს, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა სჭირდება. ქართველ ხალხს აღარ სჭირდება მოძალადე დიქტატორები, სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი სისტემა. ქართველ ხალხს სჭირდება განვითარება, კეთილდღეობა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს.