პრემიერ-მინისტრის განცხადება

„ის დამოკიდებულება, რომელიც 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელია“ – ასე ეხმაურება ევროკავშირის რეზოლუციას პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო დაუმსახურებლად არაფერს ითხოვს და დროა, ევროპამ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტის არჩევანი – ევროპაში ინტეგრაცია, გაითვალისწინოს.

პრემიერ-მინისტრი დღესვე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და ზურაბიშვილი დესტრუქციული ოპოზიციის განცხადებების გამეორებაში დაადანაშაულა.

ნათია ქენქაძე მოგვიყვება, თუ რა განცხადებები გაკეთდა პრემიერის მხრიდან და როგორია პოლიტიკური სპექტრის გამოხმაურებები.

დატოვე კომენტარი