პრემიერ-მინისტრის განცხადება

საქართველო-უკრაინის ურთიერთობა – პრემიერმა ჩვენი ქვეყნიდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებასა და მხარდაჭერაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ომის დაწყების დღიდან 550 ტონა ტვირთი გაიგზავნა მეზობელ უკრაინაში. მან კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს საქართველო მაქსიმალურად ეხმარება.

მთავრობის მეთაურმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არანაირი ომი არ იქნება. „ჩვენმა ხალხმა რუსეთის ფედერაციასთან უკვე სამჯერ იომა – მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ არანაირი მეორე ფრონტი არ იქნება,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.