პრემიერ-მინისტრის განცხადება

„ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა  საქართველოს პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულმა ქმედებებმა ამ 100 დღის განმავლობაში აჩვენა, რომ პარტია დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებდა. რაც შეეხება დოკუმენტით გათვალისწინებულ რეფორმებს, ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ ქვეყანაში რეფორმები გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი