პრემიერ-მინისტრის განცხადება

საპარალამენტო არჩევნებში მანდატებმოპოვებული პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც პანდემიის პირობებში მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, 9 პოლიტიკურ პარტიას დაუჭირეს მხარი. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა. გახარიას თქმით, ყველას უნდა ესმოდეს,რომ სტაბილური პოლიტიკური პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანია. განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმაც. ნათია თურნავას თქმით, იმედი აქვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ ბრძოლას საპარლამენტო ფორმატში გადაიტანენ.

დატოვე კომენტარი