პრემიერ-მინისტრის განცხადება

12:13, 21.05.2026

მთავრობის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა „იმედი ლაივის“ ეთერში, სადაც ირაკლი კობახიძემ ყურადღება გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის არსებულ ზღვარზე გაამახვილა. მისი განცხადებით, კრიტიკას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ სიძულვილის გარკვეულ ფორმებს რეაგირება სჭირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დანაყოფი იქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შემცველ და შეურაცხმყოფელ კამპანიებს გააკონტროლებს. აღნიშნული სამმართველო, აგრესიის სამიზნე პირის საჩივრის გარეშეც მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

მსგავსი