პრემიერ-მინისტრის განცხადება
საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ისაუბრა ტელეკომპანია „იმედში“ პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბოლო 8 თვის მონაცემებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის იმპორტზე საქართველოს დამოკიდებულება, ჯამში 42%-ს შეადგენს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმპორტი მზარდია და შესაბამისად, მდგომარეობა კარგი არ არის. რაც შეეხება ექსპორტს, კობახიძის თქმით, შესაძლებელია, რომ საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შვიდჯერ გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრმა დიდი ჰესების მშენებლობაზე და საბოტაჟის მცდელობებზე ისაუბრა.