„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები უკვე დამტკიცებულია. სარჩელით პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ორშაბათს მიმართავს. ინიციატივა საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიას და კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ. „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელით, აკრძალვა ჯამში ათამდე პარტიას ემუქრება, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ვინ მოხვდება სიაში – ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.