პრემიერ-მინისტრის განცხადება

გვინდა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული შედეგები, რისთვისაც აქტიურად ვიმუშავებთ. ეს კიდევ ერთი განცხადებაა, რაც პრემიერმა გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მიდგომა მალე შეიცვლება. კობახიძის განცხადებით, არავის უნდა იმის გასაჯაროება, რომ აშშ-ის ყოფილი ხელისუფლება აფინანსებდა საქართველოში რევოლუციურ პროცესებს და არეულობას.