პროტესტის ოთხი ღამე, დაკავებულები და დაშავებულები – პრემიერი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს „ნაცმაიდანიზაციის მორიგ მცდელობას“ უწოდებს. ამბობს, რომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი „ნაციონალური მოძრაობაა“ და საქართველოში რევოლუცია ვერ მოხდება. პრემიერმა აქცენტი უცხო ძალების ჩარევაზე გააკეთა. ასევე მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს და მსგავს აქციებზე მუშაობის დროს საფრანგეთისა და ამერიკის მაგალითები მოიყვანა.