პრემიერის განცხადებით, განათლების სისტემაში სავალდებულო პროგრამაში უნდა დაბრუნდეს ის საკითხები, რაც არის აუცილებელი პატრიოტის აღზრდისთვის. მისი განმარტებით, აღნიშნული პრობლემა არის სისტემაში არსებული ფსევდოლიბერალური ფესვების შედეგი, რაც ბოლომდე უნდა შეიცვალოს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიღებულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რის საფუძველზეც გადაიხედება როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა, ისე სახელმძღვანელოები.