პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაერო-ს კონფერენციაზე
რა ნაბიჯებს დგამენ ქვეყნები ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის – კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლას და ეკოსისტემის აღდგენის მექანიზმებს დაეთმო ერევანში გამართული ბიომრავალფეროვნების ლიდერთა სამიტი.
სხვადასხვა სახელმწიფოების პირველმა პირებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ბუნების დაცვის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე და პოლიტიკაზე, რომელსაც ქვეყანა უნიკალური ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის ახორციელებს. ითქვა, რომ 2023 წლისთვის საქართველოს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი ექნება. სამიტში მონაწილეობის პარალელურად, ირაკლი კობახიძემ მაღალი დონის შეხვედრებიც გამართა.
„მოამბე“ ერევნიდან – პრემიერის ვიზიტს ნათია ქენქაძე შეაჯამებს.