პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება

12:05, 18.04.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობებისა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად. საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია,“ – აღნიშნავს პრემიერი.

მსგავსი