პრემიერ-მინისტრის გაცხადება

„ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან ვინმეს თუ არ უნდა თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია, ჩვენც შესაბამისად, გადავხედავთ თანამშრომლობას“ – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვითაც, „ევროპის სოციალისტურმა“ პარტიამ პრემიერ-მინისტრის უნგრეთში კონფერენციაზე გამოსვლის გამო, შესაძლოა, „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობას გადახედოს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ თემაზე პარტიის პოლიტსაბჭოში იმსჯელებენ.