პრემიერ-მინისტრის ანგარიში

პრემიერ-მინისტრი ხვალ პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მმართველი გუნდი მთავრობის ერთწლიან საქმიანობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება პანდემიის პერიოდს ღირსეულად გაუმკლავდა. გიორგი გახარიას წლიური ანგარიშის წარდგენას საპარლამენტო ოპოზიციაც დაესწრება. ოპოზიციას პრემიერთან ძირითადი კითხვები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ექნება.