პრემიერ-მინისტრის ანგარიში - მმართველი პარტიის შეფასება

საქმიანი ანგარიში დასაბუთებული მონაცემებით, – ასე აფასებს მმართველი პარტია ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას. სახელისუფლებო გუნდის წევრები პრემიერის სიტყვით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ ოპონენტებისგან განსხვავებით, მთავრობის მეთაურმა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გააკეთა აქცენტი, როგორიც ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება და საგარეო კურსია.