პრემიერ-მინისტრის ანგარიში

21:09, 27.12.2022

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს პრემიერი მალე ელოდება.

საქართველოდან შესაბამისი განაცხადის წარდგენას და ევროპული პერსპექტივის მინიჭებას მთავრობის მეთაური წლის მთავარ მიღწევად, სტატუსისთვის საჭირო 12 რეკომენდაციას კი შესრულებულად აცხადებს. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს 2022 წელი შეაჯამა. გამოსვლა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომზე და გაუარესებულ უსაფრთხოებაზე საუბრით დაიწყო. დაანონსდა სტრატეგიული პროექტებიც, რომლებმაც ევროპის ენერგეტიკული კრიზისის და გლობალური გამოწვევების ფონზე ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას უნდა შეუწყოს ხელი. განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის კაბელის ისტორიულ პროექტზე კეთდება, რომელმაც აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია საქართველოს გავლით ევროპას უნდა მიაწოდოს. გაუმჯობესებული ეკონომიკური პარამეტრები, დანაშაულის გახსნის მაღალი მაჩვენებლები, ხელფასების მატება საჯარო სექტორში, საკანონმდებლო ინიციატივები – ანგარიშის წარდგენის დროს პრემიერმა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებსაც მიმართა. წლის შეჯამების დროს არაერთხელ გაივლო პარალელი წინა ხელისუფლების მმართველობის წლებთან.

მსგავსი