პრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის მიმდინარე თანამშრომლობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის მიმართულებით. აღინიშნა ამ პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მნიშვნელოვანი როლი. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერაზე. შეხვედრას ესწრებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც.